გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
მოქალაქეებს გაჭირვებული ოჯახებისთვის სურსათი და ტანსაცმელი მოაქვთ. მსვლელობაში სხვადასხვა კოსტუმებში გამოწყობილი მეალილოეები მონაწილეობენ.
„აქ შეკრებილია უამრავი ხალხი და გზადაგზა, სანამ სამების ტაძრამდე მივალთ, ხალხი კიდევ შემოგვემატება. ამ უდიდეს ტრადიცია, რომელსაც ადამიანები წირვის შემდეგ აწყობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულითა და სიკეთით სავსეა მსვლელობა, რადგან ეს ნიშნავს უფალი იესო ქრისტეს დაბადების ხარებას. ჩვენ ამ მსვლელობით ამ დღესასწაულს მოსახლეობას ვახარებთ. ეს მსვლელობა სწორედ უფლის დაბადების ხარებას ემსახურება და აგრეთვე იმას, რომ ვისაც შეუძლია, შესაწირი გაიღოს, რათა ეს შესაწირი გაჭირვებულ ოჯახებს, ავადმყოფებს, ბავშვებს დაურიგდეს“, - განუცხადა „პირWელს“ დეკანოზმა მიქაელ გვარამაძემ.
ალილოს მსვლელობა რუსთაველის გამზირის გავლით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ საკრებულოსთან შეჩერდება.
მათი ნაწილი საპატრიარქოსთან მივა და შობას კათოლიკოსს-პატრიარქს მიულოცავს, ნაწილი კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შეივლის.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
ალილო რამდენიმე წელია, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება.