საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გორის რაიონის სოფლების არბოსა და ნიქოზის ეკლესიებში იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ პარტიის ლიდერებთან ალექსი პეტრიაშვილთან, დავით ზალკალიანთან და ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გორში ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ალასანიას განცხადებით, იგი ისურვებდა, რომ მტრისაგან დაჩეხილი საქართველო გამთლიანდეს.