მლეთა-გუდაურის გზა ცალმხრივად გაიხსნა

მლეთა-გუდაურის გზა ცალმხრივად გაიხსნა

მლეთა-გუდაურის საავტომობილო გზა ნაწილობრივ გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის გზა ცალმხრივად არის გახსნილი. გუდაურიდან მოქალაქეები გამოსვლას ახერხებენ, გუდაურის მიმართულებით კი სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

რგოროც ადგილზე განმარტავენ, გუდაურისკენ გზა მას შემდეგ გაიხსნება, რაც გუდაურიდან ყველა მსურველი გამოვა.

ამასთან, მლეთა-გუდაურის მონაკვეთი მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა.

გზა სრულად,  სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაიწმინდება. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოხსნილია ზვავსაშიშროებაც.

როგორც ჟურნალისტებს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი მეგრელაძემ განუცხადა, ზვავსაშიშროება რჩება გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. მისივე თქმით, ამ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა, სავარაუდოდ, კიდევ ხუთი დღე ვერ აღდგება.