მლეთასთან 50-მდე ტრაილერია გაჩერებული

მლეთასთან 50-მდე ტრაილერია გაჩერებული

მლეთასთან დიდთოვლობის გამო 50-მდე ტრაილერია გაჩერებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ტრაილერის მძღოლებმა განუცხადეს, ისინი ოთხი დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ტრაილერები რუსეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. ტრაილერების მძღოლების თქმით, მათ საკვებ პროდუქტებს ურიგებენ. 

მლეთაში იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მათი თქმით, ფასანაურიდან მლეთამდე ზვავსაშიშროება მოხსნილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია. 

მლეთადან გუდაურისა და სტეფაწმინდის მიმართულებით ზვავსაშიშრობა კვლავ არსებობს და გაწმენდითი სამუშოების დაწყება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის შეუძლებელია გუდაურში მყოფი ხალხის თბილისისკენ გამომგზავრება. ამ დროისთვის, ფასანაურისგან განსხვავებით, მლეთაში კვლავ თოვს. მლეთაში წუხელ რამდენიმე ადგილას ზვავი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილი გზა ჩაიხერგა. ზვავის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, არც მლეთაში და არც რეგიონის დანარჩენ ნაწილში გაზისა და ელექტროენერგიის მხრივ პრობლემა არ არსებობს.