გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებულია

გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებულია

ასანაურიდან გუდაურამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფასანაურში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საპატრულო პოლიციას ფასანაურში, გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვს. აღნიშნულ მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჟინვალში კი საპატრულო პოლიცია ავტომობილებით ფასანაურის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევს.

აღნიშნული შეზღუდვები დიდთოვლობის გამო არის გამოწვეული. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, გაწმენდითი სამუშაოები გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით ზვავსშიშროების გამო არ მიმდინარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზე გუშინ ღამის შემდეგ ზვავი აღარ ჩამოწოლილა. რაც შეეხება ამინდს, ამ წუთებში ფასანაურში არ თოვს.