მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. "ბიბისის" ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი 50 დოლარს ქვემოთ დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლია 2009 წლის მაისის შემდეგ. 

"ბიბისის" ცნობით, დღეს დილით "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასმა ბარელზე 49,92 დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც კვლავ 50-დოლარიან მაჩვენებელს დაუბრუნდა. 

WTI-ის ტეხასის მსუბუქ ნავთობზე ფასი კი 50 დოლარზე ქვევით დაეცა.