ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდეს, თუ უკრაინაში შექმნილი ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.
"თუ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, რა თქმა უნდა, არის საფუძველი, ვისაუბროთ სანქციების შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ინსტრუმენტი ძალაში დარჩება", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
მისივე თქმით, ლიტვის ხელისუფლების საერთო პოზიცია ასეთია - აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისი გადაიჭრას, ასევე გამოინახოს გზები პოლიტიკური დიალოგისთვის, რომელშიც მონაწილეობას რუსეთიც მიიღებს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს.