საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა მაგალითია იმის, რომ

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა მაგალითია იმის, რომ "ივანიშვილის გუნდს" საქმის კეთება არ შეუძლია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა მაგალითია იმის , რომ "ივანიშვილის გუნდს" საქმის კეთება არ შეუძლია.

როგორც ბოკერია აცხადებს, საგარეო პოლიტიკის კოორდინირება არის მინისტრთა კაბინეტის საქმე და აღნიშნულს დამატებითი საბჭო არ სჭირდება.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ივანიშვილის გუნდს, ამ მთავრობას საქმის კეთება არ შეუძლია და ახალ კომისიებს ქმნის იმის ნაცვლად, რომ რეალური საქმე აკეთონ. საგარეო პოლიტიკის კოორდინირება არის მინისტრთა კაბინეტის საქმე. სწორედ ამისთვის არსებობს მინისტრთა კაბინეტი და თუ კიდევ დამატებით რაიმე სპეციფიურ სტრუქტურაზეა საუბარი, მეორე უშიშროების საბჭო რომ შექმნეს, ის საბჭო რისთვის არსებობს?! როგორც ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი, საქმის გაფუჭება თუ გინდა, კომისია უნდა შექმნა. ეს არის ლოზუნგი და დევიზი ივანიშვილის გუნდის", - მიიჩნევს ბოკერია.