ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე სამი ზვავი ჩამოწვა

ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე სამი ზვავი ჩამოწვა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე სამი ზვავი ჩამოწვა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კობერიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზვავების სიმაღლე სამი მეტრია და ის 200 მეტრამდე მონაკვეთს ფარავს.

"სულ ახლახან სამ ადგილას - 200 მეტრის სიგრძეზე ჩამოწვა 3 მეტრი სიმაღლის ზვავი. აქედან გამომდინარე, დიდი რისკის შემცველია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. როგორც კი მოგვეცემა საშუალება, დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში აქ ვიქნებით. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. შექმნილია სპეციალური შტაბიც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.