დონბასში ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ჩეჩნეთსა და ადიღეაში მონებად ყიდიან

დონბასში ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ჩეჩნეთსა და ადიღეაში მონებად ყიდიან

დონბასში, რუსეთის დაქირავებული მეომრების მიერ ტყვედ აყვანილი 8 უკრაინელი სამხედრო ჩეჩნეთსა და ადიღეაში მონებად გაყიდეს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსმა უფლებადამცველმა ელენა ვასილიევამ განაცხადა.

"უკრაინის მოქალაქეთა ნაწილს ადიღეაში მივაკვლიე, რომლებიც მონებად არიან გაყიდულები. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი გარდაცვლილთა სიებში იყო მოხვედრილი, სინამდვილეში კი გაყიდულები ყოფილან", - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ვასილიევას ინფორმაციით, ამ ადამიანების გარდაცვლილებად გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი ჩეჩნეთსა და ადიღეაში იპოვნეს, სადაც მონებად არიან გაყიდული. მან უკრაინის ის სამხედრო ქვედანაყოფიც დაასახელა, რომელშიც ეს სამხედროები მსახურობდნენ.