ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრება

ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრება, რომელიც ევროპის წელს ეძღვნება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ იქნება პირველი, ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიება ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად.

"აღსანიშნავია ისიც, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის'ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოა მიწვეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალურ პანელზე სპეციალური გამოსვლა ექნება",- აღნმიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ლატვიაში 8-9 იანვარს შედგება.