გორში მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

გორში მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

გორის საავადმყოფოში ამ დრომდე ხალხმრავლობაა. შუადღისას მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 პაციენტი "გორმედის" კრიტიკული მედიცინის ცენტრსა და ქირურგიულ განყოფილებებში რჩება.

სამი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ამ დრომდე უკდურესად მძიმე რჩება ერთ-ეთრი ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც არაერთი მძიმე კატეგორიის დაზიანება აღენიშნება.

ცოტა ხნის წინ გორის საავადმყოფოდან ავარიისას დაშავებული 12 წლის მოზარდი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე, ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი. ავარიის გამომწვევ მიზეზს საპატრულო პოლიცია იძიებს. საავადმყოფოში მოთავსებულთა შორისაა "მერსედესის" მიკროავტობუსის მძღოლიც.

ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.