„ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ გრიპის გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს“

„ჯანდაცვის სისტემა მზად არის, რომ გრიპის გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს“

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და მან მოსახლეობას ვირუსებთან ბრძოლის კუთხით გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა.

„ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს, გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, რეკომენდაციები არის მხოლოდ ისეთი ცალსახა, რომელიც ყოველ სეზონზეა. ეს არის პირველ რიგში ხელების სისუფთავის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, რადგან ეს ყველაფერი დიდი ხნით ხელებზე ნარჩუნდება და აუცილებლად სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართვა ექიმს“, - განუცხადა სერგეენკომ „იმედს“.

ცნობისთვის, ბოლო დროს ბავშათა საავადმყოფოებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა. ამასთან,  გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს. მედიკოსები დაავადებულ ადამიანებს სახლში დარჩენისკენ ან შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო დაწესებულებებში მისვლას ურჩევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა შემცირდეს.