აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან 4 700 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან 4 700 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, 4 700 ადამიანი დაიღუპა 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად.

როგორც გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ამ პერიოდის განმავლობაში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

გაერო-ს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ უკრაინის ტერიტორიაზე 610 ათასს მიაღწია, 594 ათასი ადამიანი კი ქვეყნის გარეთ, ძირითადად რუსეთში გადავიდა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის მოთხოვნით, იანვარში შესაძლოა, უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.