თბილისის პოლიციის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ქალაქის პოლიციის უფროსად შალვა ბედოიძე დაინიშნა, რომელმაც გიორგი დალაქიშვილი შეცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე, ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა.