ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს ესტუმრა

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს ესტუმრა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

"შობის მოახლოება მივულოცე თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებული არიან აბსოლუტურად ტყუილად, პოლიტიკური ნიშნით. ძალიან ვწუხვარ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ისევ ისეთი სიტუაციაა, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში სვამენ. პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკური დევნაზე ჩვენი ქვეყნის მთავარ პროკურორს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე იზეიმებს და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ საშინელი დანაშაულისთვის, როდესაც უდანაშაულო ადამიანს შენ სვამ ციხეში პოლიტიკური მოტივაციით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.