თბილისში ალილოსთვის ხარ-კამეჩს ამჯერადაც მეტეხიდან ჩამოიყვანენ

თბილისში ალილოსთვის ხარ-კამეჩს ამჯერადაც მეტეხიდან ჩამოიყვანენ

დედაქალაქში ხვალისთვის დაგეგმილ ალილოსთვის ხარ-კამეჩს, ამჯერადაც, კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოიყვანენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოფელ მეტეხში საშობაოდ განსაკუთრებული სამზადისია; ურმები და ხარ-კამეჩი მზადაა თბილისისკენ გასამგზავრებლად. მე-16 წელია მეტეხელები ტრადიციას არ ღალატობენ და ყოველი წლის 7 იანვარს სურსათ-სანოვაგით დატვირთულები დედაქალისკენ მოემგზავრებიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ტრადიციას საფუძველი ადგილობრივმა მკვიდრმა სულხან ბოგველმა ჩაუყარა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა ტრადიციას მისი შვილები და თანასოფლელები აგრძელებენ. ხვალისთვის დაგეგმილ ალილოში მეტეხიდან ექვსი ურემი ხარ-კამეჩი და ერთი ვირი მიიღებენ მონაწილეობას.