პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ხელს შეუწყობს უფრო მეტ კოორდინაციას, უწყებების უფრო ეფექტურ მუშაობას. ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს საბჭოს პირველი სხდომის დაწყებამდე განუცხადა,
"ჩემი აზრით, საგარეო მიმართულება, საგარეო პოლიტიკა სწორედ ის პროცესია, სადაც ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია, მეტი შეთანხმება, მეტი დებატები და დისკუსიები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა აქამდე კოორდინაციის პრობლემა, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი პრობლემა მთავრობასა და პარლამენტს შორის არ არსებობდა.
მისი თქმით, საგარეო უწყება გამართულად მუშაობს და საბჭო იმიტომ არ იქმნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცუდად.
"საბჭო იქმნება იმიტომ, რომ უწყებებმა უფრო ეფექტურად იმუშავონ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საბჭოს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძვანელობს. სხდომას ესწრებიან მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.