970 ადამიანი დაიღუპა 2014 წელს ავიაკატასტროფების შედეგად. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "ავიალაინერების ავარიების მონაცემთა შეფასების ცენტრის" განცხადებით, ეს მაჩვენებელი ოთხჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2013 წელს, ავიაკატასტროფების შედეგად 251 ადამიანი დაიღუპა.
"ავიალაინერების ავარიების მონაცემთა შეფასების ცენტრმა" ასევე შეადგინა უსაფრთხო ავიაკომპანიების სია, რომელშიც მსოფლიოს 60 უმსხვილესი ავიაკომპანია მოხვდა. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებად გერმანულმა ცენტრმა Cathay Pacific, Emirates, Eva Air და Air Canada დაასახელა. "მალაიზიის ავიახაზები" 34-ე ადგილიდან 57-ე პოზიციაზე დაქვეითდა, გერმანული "ლუფთჰანზა" კი რეიტინგში მე-12 პოზიციაზე დასახელდა.