გორთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი 21 წლის ლაშა ფალიაშვილია. გარდაცვლილი მეგობართან ერთად მონასტერში ღამისთევის მსახურებაზე მიდიოდა. ავარიის დროს ლაშა ფალიაშვილის მეგობარიც დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თბილისიდან ქარელის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი სოფელ ახალსოფელთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები 15 მგზავრმა მიიღო.