რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება, რუსეთთან ინტეგრაციის ისტორიული შანსია

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება, რუსეთთან ინტეგრაციის ისტორიული შანსია

"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ეპოქალური, ისტორიული შანსია დიდი ნაბიჯი გადაიდგას რუსეთთან ინტეგრაციისკენ" , - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა, თეიმურაზ მამსუროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ყურადღებით ადევნებენ თვალს სამხრეთ ოსეთში მოვლენების განვითარებას.

"დღეს, როდესაც ჩემი ქვეყანა - რუსეთი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ ყველა მხრიდან აწყვეტილი ძაღლებივით სანქციებით გვიტევენ ისინი, ვისაც არ მოსწონს ძლიერი, ამაყი რუსეთი. ასეთ პირობებში, რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობა ისეთ დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელიც სამხრეთ ოსეთში მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საბოლოოდ იქნას დაცული ყველა სახის ახალი პროვოკაციისგან", - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან შეთანხმება თებერვლის პირველ დეკადაში გაფორმდება.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამ დიდი მოვლენისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რადგან ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ სრულიად ოსი ხალხისთვის", - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა.