აშშ-ის უმეტეს რეგიონებში დიდთოვლობა და წვიმებია. "ესოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, ჩრდილოეთ დაკოტასა და მინესოტას შტატში ტემპერატურა -25-50 გრადუსამდე დაეცა.
ამერიკელი სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში აშშ-ის 24 შტატის მილიონობით მცხოვრები ძლიერი არქტიკული სიცივის ზონაში მოყვება.
"არქტიკული სიცივე ადამიანისთვის სახიფათო და პოტენციურად სასიკვდილოა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის რეგიონების 70%-ში ცივი ტემპერატურა შენარჩუნდება", - აცხადებენ ამერიკელი სინოპტიკოსები.