თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.
დაშავებულები გორისა და კასპის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურები. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.