სიგარეტის ჯიხურებში აცხადებენ, რომ ფასის გაზრდის მიუხედავად სიგარეტზე მოთხოვნილება არ შემცირებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სიგარეტით მოვაჭრეებმა განუცხადეს, ასევე არ შეინიშნება მაღალფასიანი სიგარეტიდან დაბალფასიან სიგარეტზე მწეველის გადასვლა. მათივე ინფორმაციით, გარკვეულ სიგარეტებზე – "პარლამენტზე", "ჩესტერფილდზე", L&M-ზე ფასმა 30 თეთრით მოიმატა, "ვინსტონზე" 20 თეთრით, ხოლო ზოგიერთ სიგარეტზე მაგალითად "კენტსა" და "ემ-ემ-ზე" ფასი საერთოდ არ გაზრდილა.
აღსანიშნავია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდის მიზეზად საქართველოს მთავრობაში, მავნებლობიდან გამომდინარე სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებდნენ.
2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.