ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს მუშაობა "საზოგადოება 2030"-ში და პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ის ამბიციური გეგმები, რომელიც "საზოგადოება 2030" აქვს არ საჭიროებს ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი პოლიტიკური ფუნქციის მინიჭებას.

"თემები, რაზეც საზოგადოებრივი ორგანიზაცია 2030 მუშაობს, საქართველოს განვითარებისთვის საკმაოდ ყურადსაღები და თვალსაჩინოა. ის სექტორი, რაშიც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქმიანობას, საკმაოდ მნიშვნელოვანია და დამატებით პოლიტიკური ფუნქციის შეძენის არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა, საკმაოდ გამჭვირვალე, მედიისთვის კარგად ნაცნობ თემებზე, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური ფუნქციის შეძენას ბიძინა ივანიშვილისთვის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.