ხვალიდან სრულიად საქართველოში ამინდი გაუარესდება, იქნება ძლიერი წვიმა, თოვლი და ქარი. 8 იანვარს კი თბილისში სინოპტიკოსები თოვლის მოსვლას ვარაუდობენ.
ამასთან, სინოპტიკოსები ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 იანვრის ღამეს იქნება ყინვა როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 10 იანვრიდან ვარაუდობენ.