ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. პრემიერი მისალოც წერილს აქვეყნებს , რომელშიც სომეხ ხალხს მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

"გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას, ვამყარებდით ურთიერთპატივისცემას, ძმობას, სიყვარულს და მჯერა, სწორედ ამ გზით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას", - აცხადებს საქართველის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.