გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამასთან, ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნამქერი, ქარბუქი) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე.

შეზღუდვებია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზეც, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით.