ბერლინში

ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა დასრულდა

ბერლინში "ნორმანდიული შეხვედრის" მონაწილეთა შეკრება დასრულდა, რომელშიც რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის დიპლომატები მონაწილეობდნენ.

რუსული სააგენტოები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სხვა საკითხებთან ერთად მინსკის შეთანხმებები და მაღალ დონეზე გასამართი შეხვედრის დაგეგმვის საკითხი განიხილებოდა. დღევანდელი შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა.

სააგენტოების წყაროები აღნიშნავენ, რომ მომავალი შეხვედრების კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა.

ამასთან, უკრაინული სააგენტოები, ასევე დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინის საკითხზე მაღალი რანგის შეხვედრა შესაძლოა, 8-9 იანვარს გაიმართოს, რომელზეც ერთმანეთს ამ ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.