ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. დღეს საღამოს, ლონდონის ბირჟაზე "ბრენთის" მარკის ნავთობის ფასმა 4,5 %-ით დაიკლო და 52,72 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ნიუ-იორკის ბირჟაზე კი "WTI"-ის მარკის ნავთობის ფასმა 3,5 %ით დაიკლო და 50,28 აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მონაცემები ბოლოს 2009 წლის აპრილში დაფიქსირდა.

დღევანდელი მონაცემებით "ბრენთის" მარკის ნავთობის ფასი 55 დოლარს შეადგენდა.