რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა მოიხსნას, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გარკვეული სახის პროგრესი იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რადიოსადგურ France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"თუ რუსეთში კრიზისია, ეს ევროპისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ვფიქრობ, სანქციები უნდა შეჩერდეს. თუ იქნება პროგრესი, სანქციები უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კვლავ ძალაში დარჩება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ფრანსუა ოლანდმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანი არ არის აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია, აღკვეთოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.
"პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, ეს თავად განმიცხადა მე. ერთადერთი რაც მას უნდა, რომ უკრაინა არ შევიდეს ნატო-ში", - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.