"რაც შეიძლება მეტი ჯგუფი საზოგადოების უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში"

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ცვლილებებით პატიმრების უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

"ეს იქნება მიმართული იმისკენ, რომ კიდევ უფრო ლიბერალური გახდეს მიდგომა მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით და უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება ერთის მხრივ მსჯავრდებულთა ინტერესები და მეორე მხრივ, საზოგადოების  ინტერესები. რაც შეიძლება მეტი ჯგუფი საზოგადოების უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, ეს საკმაოდ სასარგებლო იქნება",-განაცხადა ქორიძემ.

შეგახსენებთ, "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები შედის, ერთ-ერთ ცვლილების თანახმად შესაძლოა, ე.წ. უდოს კომისია გაუქმდეს.

პარლამენტში ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენები 12 იანვარს დაიწყება.