უკრაინის კონფლიქტი რუსეთისა და საბერძნეთის ურთიერთობებს პრობლემებს უქმნის

უკრაინის კონფლიქტი რუსეთისა და საბერძნეთის ურთიერთობებს პრობლემებს უქმნის

რუსეთისა და საბერძნეთის ურთიერთობებს, - ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრის კურკულასმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ევროკავშირისა და საბერძნეთის სტრატეგიული პარტნიორია და რამდენადაც უკრაინის კრიზისი მეზობლებზეც ვრცელდება, ევროპა უშუალოდ არის მასში ჩართული.

"საბერძნეთი მუშაობს, რომ რაც შეიძლება მალე გამოინახოს ამ კონფლიქტის დიპლომატიური, პოლიტიკური გზით მოგვარება, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რადგან ეს კრიზისი ბევრ პრობლემას ქმნის რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა დიმიტრის კურკულასმა.