ახალ ზელანდიაში უკვე 2015 წელია

ახალ ზელანდიაში უკვე 2015 წელია

ახალ ზელანდიასა და ანტრაქტიდაზე ახალი 2015 წელი დადგა. ინფორმაციას ამის შესახებ "ევრონიუსი" ავრცელებს. ახალ ზელანდიაში საახალწლო მზადებას ჯერ კიდევ ნოემბერში იწყებენ, დღესასწაულს კი მეგობრებისა და ნათესავების წრეში ხვდებიან. 

საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში მიმდინარეობს. სწორედ ოკლენდში მდებარე სქაი თაუერიდან გაუშვეს გრანდიოზული ფოიერვერკი. 
უახლოეს ხანში ახალი წელი დადგება ავსტრალიაშიც.