საზღავარგარეთ მცხოვრები ქართველები საყდრისზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

საზღავარგარეთ მცხოვრები ქართველები საყდრისზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

საყდრისზე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ საზღავარგარეთ მცხოვრები ქართველები. საპროტესტო აქცია ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. აქციით ლონდონში მცოვრებმა ქართველებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს, გაითვალისწინონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება შეაჩეროს მიმდინარე სამუშაოები.

"ბულდოზერებით გადაუარეს საქართველოს ცივილიზაციის კერას. ეს არ არის პარტიული აქცია, პირიქით, მავანს უნდა, რომ საყდრისის თემა იქცეს პარტიული ჭიდილის საგნად. ეს ასე არ მოხდება, ეს არის ზეპარტიული, ხალხური და ეროვნული აქცია," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.