ვლადიმერ პუტინმა ბარაქ ობამას შობა-ახალი წელი მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ბარაქ ობამას შობა-ახალი წელი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შობა-ახალი წელი მიულოცა. რუსული მედიის ინფორმაციით, მისალოცში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკის პარტნიორიობას შეეძლო წარმატებით განვითარება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე. 

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილე ისტორიული თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთისა და აშშ-ის პასუხისმგებლობას მშვიდობისა და საერთაშორისო სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხში, ასევე მათ განსაკუთრებულ როლზე გლობალური გამოწვევებისა და მუქარების წინააღმდეგ", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხდებათ. 

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ახალი წელი მიულოცა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც და რუსეთ-გერმანიას შორის დიალოგის გაგრძელებისა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარების იმედი გამოთქვა.