საბერძნეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა

საბერძნეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა

საბერძნეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. AFP-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, კაროლოს პაპულიასმა ხელი მოაწერა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ბრძანებას. 

არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები 2015 წლის 25 იანვარს გაიმართება. 

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია. 

საბერძნეთის მოქმედ პრეზიდენტს, 85 წლის კაროლოს პაულიასს პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება 2015 წლის 31 მარტს ეწურება.