2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს შესაგებელი 100 გვერდიანია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, შესაგებლის სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს და პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.
"ეს არის 100 გვერდიანი შესაგებელი, 180-მდე დანართით და სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე მათი ატვირთვა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. შესაგებლის და დანართების წარდგენა დღის ბოლომდე დასრულდება",- განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამარლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, "ყველა მხარეს აქვს გამარჯვების მოლოდინი".
ამ თემაზე კომენტარი თეა წულუკიანმა რამდენი ხნის წინაც გააკეთა. "ჩვენ ვაგრძელებდით დავას სახელმწიფოებრივ სარჩელებზე სტრასბურგში. პირველი დავა რუსეთთან წარმატებით დასრულდა, მეორე დავის ფარგლებში კი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, 31 დეკემბერს ორივე მხარე - საქართველო და რუსეთი წარვადგენთ ჩვენს საბოლოო შესაგებლებს და ალბათ, მომავალ წელს უკვე წარვსდგებით ზეპირ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს წინაშე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.