ევროპა არ დაუშვებს დაყოფას, ევროპის ერთიანობა უკრაინის კრიზისის მოგვარების გასაღებია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
"ევროპაში უსაფრთხოების მიღწევისკენ რუსეთთან ერთად მივისწრაფვით და არა - მის წინააღმდეგ", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ასევე ეჭვგარეშეა, რომ ევროპა არ აღიარებს საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებას და ძლიერი სახელმწიფოს მოჩვენებით უფლებებს.
ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპელები ახლა ისე არიან შეკრული, როგორც არასდროს და ერთად მოქმედებენ, იცავენ რა თავიანთ ფასეულობებსა და მსოფლიო წესრიგს.