საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ფარგლებში შესაძლოა, პოლიტიკური დებატებიც გაიმართოს. პოლიტიკური დებატების გამართვის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით განისაზღვრა.
უმცირესობა დებატების გამართავს 26 დეკემბრისთვის ითხოვს, თუმცა უმრავლესობის წევრების აზრით, განსახილველ საკითხთა სიმრავლის გამო, დებატები მიმდინარე კვირის განმავლობაში ვერ მოესწრება. ბიუროს სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ სჯობს, თუკი პოლიტიკური დებატებით საგაზაფხულო სესია გაიხსნას.
პოლიტიკური დებატების გამართვაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი ხვალ დადგენილებით მიიღებს. დადგენილებაში დებატების გამართვის კონკრეტული თარიღი განისაზღვრება.
"ნაციონალური მოძრაობა" დებატების გამართვას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ითხოვს.