დედაქალაქის მთავრობის მიერ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დახარჯულ თანხებს პროკურატურა სწავლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. მათი ცნობით, მერიაში ამ წუთებში პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან.
პროკურატურა სწავლობს, თუ რამდენად მიზნობრივად მოხდა "თბილისობის" დღესასწაულისთვის გამგეობების მხრიდან თანხების ხარჯვა. მერიიდან და გამგეობებიდან დოკუმენტაცია უკვე გაიტანეს. სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის განცხადებით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ხარჯთაღრიცხვა თბილისის ყველა გამგეობიდან გამოითხოვეს.
კომენტარს არც პროკურატურაში და არც თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ აკეთებენ.