ირაკლი ღარიბაშვილი - არ ვაპირებ არც ერთი მინისტრის შეცვლას

ირაკლი ღარიბაშვილი - არ ვაპირებ არც ერთი მინისტრის შეცვლას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე არც ერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, ამ ეტაპისთვის დასრულებულია.

"გიდასტურებთ, არ ვაპირებ არც ერთი მინისტრის შეცვლას. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი მინისტრი არ დატოვებს თავის ადგილს. მთავრობაში არ იგეგმება არანაირი ცვლილება. შიდა გადაადგილებებიც დავასრულეთ. შეიძლება ერთი-ორი გადაადგილება შიგნით უწყებებს შორის იყოს, ეს ჩემი საქმე არ არის და ეს მინისტრების პრეროგატივაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარი აჟიოტაჟი შეიქმნა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში განხორციელდა.

"ჩემთვის გაუგებარია, რას ეფუძნება ეს აჟიოტაჟი, მაშინ, როცა მე წელს უკვე ორჯერ შევცვალე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. ზაფხულში 7 მინისტრი შეცვალე, 1 ერთი თვის წინ - 3 მინისტრი. ამ ორი წლის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა განახლება, დეპარტამენტების უფროსების გადაადგილება, მინისტრის მოადგილეების შეცვლა და გადაადგილება. ასე რომ, ის სპეკულაციები და ტყუილი, უსაფუძვლო ბრალდებები, რაც ისმის მედიაში, არის მიუღებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.