პრობაციის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების გაცნობის მიზნით, საქართველოს ვიზიტით ეწვია სომხეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არსენ ნავასარდიანი ხელმძღვანელობს.
დელეგაცია მიიღო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა. მან სტუმრებს საქართველოს პრობაციის სისტემაში განხორციელებული სტრუქტურული და საკანონმდებლო სიახლეები გააცნო, რომლებმაც საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და სამომავლო ურთიერთობებზე.