ფრაქცია "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ მერაბ ტურავას უსმენს. ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სწორედ ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ის ფრაქციის წევრებს პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე საკუთარ გეგმებსა და ხედვებს აცნობს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ადგილი წელიწადნახევარზე მეტია, რაც ვაკანტურია. ამით პარლამენტის მხრიდან ირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და ასევე კონსტიტუცია.
გამორიცხული არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მერაბ ტურავა ერთადერთი კანდიდატურა არ იქნება. სხვა კანდიდატი შეიძლება დაასახელოს რომელიმე სხვა ფრაქციამ. მისი წარდგენის უფლებასმოსილება გააჩნია ასევე დეპუტატთა ასკაციან ჯგუფს და თავად პარლამენტის თავმჯდომარეს.