ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შორს არის იმ აზრისგან, რომ სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავების საქმეში ექსმინისტრ დავით დარახველიძის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ დევნილებისთვის განკუთვნილ თანხებს ვიღაცა ასე უდიერად ეპყრობა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, მაგრამ ამას ქონდა საფუძველი. ამ საფუძველს ძალიან ბევრ მშენებლობაზე ვხედავ უკვე რამდენიმე თვეა. ძალიან სამწუხაროა, რომ დევნილებისთვის განკუთვნილ თანხებს ვიღაცა ასე უდიერად ეპყრობა. დევნილებისთვის საცხოვრებელი უხარისხოდ შენდებოდეს და დასკვნა დაიდოს რომ ყველაფერი რიგზეა, ამას ვერ დავუშვებთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობა დადგება", - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს NBG-ის დირექტორები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი.