ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშნვით ურთიერთობები არ გაფუჭდება

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშნვით ურთიერთობები არ გაფუჭდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მან საქართველოს მთავრობის ყოფილ წარმომადგენლებს უსურვა, რომ შეცდომები,  რაც საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაიმეორონ.

"მე არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია  ემოციური დამოკიდებულება, რაც საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და,  რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. ის, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველოში წარმატებისთვის არ მიუღწევია, რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც მათ საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინათ და იქ  არა ფორმალური, არ აყალბი, არამედ რეალური წარმატებისთვის მიეღწიოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.