ის ძირითადი პრინციპები, რაც მათ განაცხადეს ევროკავშირთან დაკავშირებით, დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან დაკავშირებით, ეს ძალიან კარგად და ხელის გულზე დევს მათ შორის „ხალხის ძალის“ პლატფორმაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერების აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრისას.
„პოლიტიკური პლატფორმები, რაც არსებობს ქვეყანაში უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს და ეს უნდა იყოს დადასტურებული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებიან. თქვეს რომ საქართველო სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. უახლოეს პერიოდში, კი ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება.
უფრო სულელურია "...და ეს უნდა დასტურდებოდეს ხალხის მხარდაჭერით" მე კი მჯერა, რომ შარშანდელი არჩევნები უმოწყალოდ არ გაყალბებულა, მაგრამ სხვანაირად ფიქრობს ხალხის მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი! გაყალბდაო იძახის ევროპა! ...
ტქვე მამაცხონებულებო, თუ მართლა ხალხზე ფიქრობთ და თავში ტვინი გაქვთ, როცა კიოდნენ, რომ ამდენი ხალხი არ მისულა, კარუსელი და სხვისი პასპორტებიო, რატომ არ გამოაქვეყნეთ არჩევნებზე მისულთა სია? (მით უმეტეს, რომ ამას ოპოც ითხოვდა) ან სულელები ხართ, ან მართლა გააყალბეთ! ... არ თქვათ ადამიანის უფლებებიო... ვინც საარჩევნო უბანზე მივიდა, მისთვის სიის გამოქვეყნება რატომ იქნებოდა წარღვნა?