დავით მათიკაშვილი: ხელისუფლების კრიტიკა იმისთვის, რომ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული ევროპული კურსი ნამდვილად არ მართებთ

დავით მათიკაშვილი: ხელისუფლების კრიტიკა იმისთვის, რომ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული ევროპული კურსი ნამდვილად არ მართებთ

ხელისუფლების კრიტიკა იმისთვის, რომ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, ევროპული კურსი ნამდვილად არ მართებთ. ამ შემთხვევაში ალბათ ევროსტრუქტურების და ევროჩინოსნების კრიტიკა იქნება სწორი და მართებული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევრობიუროკრატია თავის ქმედებებით არ გააღვივებს საქართველოში სკეპტიციზმს.

ის, რომ ქვეყანაში იგრძნობა ჯანსაღი ოპოზიციის ნაკლებობა ეს ფაქტია. თუმცა ხელისუფლების კრიტიკა იმისთვის, რომ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, ევროპული კურსი აღებული საგარეო კურსის თვალსაზრისით, ეს კონსტიტუციაში წერია ნამდვილად არ მართებთ. ამ შემთხვევაში ალბათ ევროსტრუქტურების და ევროჩინოსნების კრიტიკა იქნება სწორი და მართებული. ჩვენ გამოვთქვამთ იმის იმედს, რომ ევრობიუროკრატია საკუთარი ქმედებით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავებს იმ ევროსკეპტიციზმს, რომელიც სამწუხაროდ მათივე დამსახურებით საქართველოში არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარტია მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებიან. მათი განცხადებით, საქართველო სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. უახლოეს პერიოდში, კი ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება.