დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქრათველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული ეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილმა ამ კითხვის ავტორსაც მიმართა და აღნიშნა, რომ არაფრისგან უნდათ აჟიოტაჟის შექმნმა.
"ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა", - განაცახადა ბიძინა ივანიშვილმა.