საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პოლონელ კოლეგას, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს სტანისლავ კოჟეის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და ის გამოწვევები განიხილეს, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ირინა იმერლიშვილმა და სტანისლავ კოჟეიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ოქმს, რომლის მიხედვითაც რეგულარული კონსულტაციები გაიმართება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მიმართულებით, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების გათვალისწინებთ, ასევე ორმხირივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებას. ხელშეკრულების მიხედვით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიმართოს უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა თბილისსა და ვარშავაში.